პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა -126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს