Logo

პოლიციამ საქართველოს მასშტაბით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალი
253
Frontnews image description

სამართალდამცველებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

"საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, 13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და საბრძოლო მასალები.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს კრიმინალის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement