Logo

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

სამართალი
268
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი: წარსულში ნასამართლევი 1970 წელს დაბადებული კ.ფ. და ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.რ. დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და "გამომშრალი მარიხუანა". საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული რამდენიმე ადგილიდან, ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები