პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომანქანა შეემატა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება – პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი: "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და "კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა. ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის.
ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ ბორცვაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე დაესწრნენ.
ახალი ავტომობილები გადაეცა პოლიციის დანაყოფებს თბილისსა და რეგიონებში, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.
"საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს", – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს