პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი კიევში ჩავიდა.
პოლონეთის მთავრობის სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, კიევში ჩანიშნულია რამდენიმე შეხვედრა.
“განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და ენერგეტიკულ ბაზარს, ასევე ენერგეტიკასა და სამხედრო უსაფრთხოებას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა”, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის სპიკერმა.
თაგები:
მათეუშ მორავიეცკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს