პოროშენკო კიევის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ელოდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც ვარშავიდან კიევში დღეს დაბრუნდა, სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ელოდება.
სასამართლო სხდომა ჯერჯერობით არ დაწყებულა.
მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხი უნდა განიხილოს.
პოროშენკო კიევში ერთი საათის წინ დაბრუნდა, მისი თქმით, სასაზღვრო კონტროლის დროს მისთვის პრობლემის შექმნას შეეცადნენ.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს, აეროპორტიდან პირდაპირ სასამართლოში მივიდა.
თაგები:
პეტრო პოროშენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს