
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილიც გაათავისუფლა.
ბარნაბიშვილი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.
დღეს თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ ჯაველიძე. მის მოვალეობას ილია შამუგია შეასრულებს. პრემიერის ბრძანებით, გათავისუფლდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილიც.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს