Logo

პრემიერი – მაია ცქიტიშვილი, შს მინისტრი – ალექსადრე ტაბატაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – გიორგი გახარია

საზოგადოება
17.08.2019 / 23:12
1501
Frontnews image description

თბილისი: საქართველოს მთავრობაში უახლოეს პერიოდში საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

 

Front News-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, შს მინისტრად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე.

 

რაც შეეხება გიორგი გახარიას, შს მოქმედი მინისტრი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობას დაიკავებს, სადაც ის მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა.

 

Front News-ს ინფორმაციით, საკადრო გადაადგილებების შესახებ  გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა რამდენიმე საათის წინ დახურულ შეხვედრაზე მიიღო.

Advertisement