“პრემიერს დავუდასტურე გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.
პრემიერ-მინისტრმა გერმანელ დიპლომატს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაში პირადი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით.
საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. პრემიერმა ელჩს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა აღნიშნული სფეროს განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.
„სიხარულით აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მე მივულოცე მას ამ თანამდებობის დაკავება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. მე დავუდასტურე პრემიერ-მინისტრს გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში", – განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


