“პრეზიდენტი მაღალი ალბათობით, უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას”


ავტორი
Front News საქართველო
პატიმრების საკითხზე პრაქტიკულად ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული ორივე მხარისთვის, ვიდრე დოკუმენტს ხელს მოვაწერდით. ყველა მხარემ იცის, თუ რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი, სავარაუდოდ შეწყალების მექანიზმს უახლოეს დროში გამოიყენებს.
„პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო და მისი ვადები მკაფიოდ დაასახელა. მაღალი ალბათობით, ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის შეთანხმება და ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მიერ ხელმოწერამდე, ეს მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს. პირველი – ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტისი პროექტზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს