პრეზიდენტის სასახლეში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა.
ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია.
თაგები:
ილჰამ ალიევი




