Logo

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წარუდგინა

სამართალი
133
Frontnews image description

პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.

ბაჩანა ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები