“პროკურატურას დღესვე შეუძლია, გაათავისუფლოს ნიკა მელია გირაოს შეფარდების გარეშეც”


ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შეხვდა.
"გვქონდა ზოგადი საუბრები. ნამდვილად არ გამოვსულვარ ციხიდან იმ მიზნით, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე. ამ ფუნქციას ალბათ მისი ადვოკატები შეასრულებენ.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა იქნება ხვალ და რა შეიძლება, იყოს იმისი წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. მას მიაჩნია, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე საუბრობს, რომ მასთან არ ყოფილა გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან.
ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია, გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი და თუ ხელშეკრულება დაინტერესებულია, პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, შეთანხმება და სამოქალაქო მშვიდობა იყოს, მათ ეს შეუძლიათ, თავისუფლად გააკეთონ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს