პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
"თავისუფლება და სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულ მაღაროელებს" - ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილზე დაკავებულების თანამშრომლები და ახლობლები იყვნენ შეკრებილი.
"ჩვენ ვითხოვთ ამ საქმის თავიდან გამოძიებას, თავიდან შეისწავლონ ეს საქმე, რადგან ვინც დღეს სასჯელს იხდის, რეალურად, დანაშაულში წვლილი არც კი მიუძღვით, რასაც ედავებიან.
ადგილზე იყო ვიდეოკამერები, ვიდეოჩანაწერები არ არის ამოღებული. ბრალდება, რომ წინასწარ ორგანიზებული იყო, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება ფაქტს, პროკურატურის მოწმეებმა ურთიერთგამომრიცხავი რამ თქვეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიესაჯათ.





