პროკურორი - ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება სასამართლომ დააყადაღა

ავტორი
Front News საქართველო
ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოს შესაბამისმა სასამართლომ დააყადაღა, - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დავა ეხება ფინანსურ საკითხებს, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.
"ესპანეთში ნინო მხეიძეს - ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოს შესაბამისმა სასამართლომ დააყადაღა. ამ თვის დასაწყისში შემოვიდა ეს ინფორმაცია ესპანეთისგან.
დავა ეხება ფინანსურ საკითხებს, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. მისი ქონება და შემოსავალი შედარებულია საშემოსავლოს. ამ დაყადაღების საფუძველი გახდა ეს საქმე, რადგან ვედავებით სწორედ ფინანსურს საკითხებს, მათ შორის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. ესპანეთის სამეფომ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ ყადაღა დაედო ნინო მხეიძის სახელზე", - განაცხადა პროკურორმა.





