Logo

პროტესტის 300 დღე - მსვლელობა თბილისში

საზოგადოება
141
Frontnews image description

პროტესტის მე-300 დღეს მოქალაქეები თბილისში მსვლელობას მართავენ.

პროტესტის მონაწილეები 300 არაგველის ძეგლთან სიმბოლურად შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მიდიან.

აქციის მონაწილეების თქმით, კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, "ოცნების" მოქმედებების შედეგია და ის არ დასრულდება, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიცვლება.

"ეს არ არის ინდივიდუალური პროტესტი ერთი ან რამდენიმე ადამიანის. ეს არის ქვეყნის სახე, ეს პროტესტი, იმ კრიზისზე პასუხი, რაც გამოიწვია ამ რეჟიმმა და ეს კრიზისი უბრალოდ არ მოგვარდება, სანამ ამ რეჟიმს არ შევცვლით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

თაგები:

პროტესტი
Advertisement