“პროცესის იმიტაციასაც ვერ დავარქმევთ ამას, კომედიაა იქ რაც ხდება”


ავტორი
Front News საქართველო
"ილუზია და მოლოდინი, რომ მოსამართლე მიიღებდა დღეს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას, არ არსებობდა", – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისიცე თქმით, თუ პოლიტიკური დაკვეთა იქნებოდა ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, ამ დაკვეთას მოსამართლე უპირობოდ შეასრულებდა.
"პროცესის იმიტაციასაც ვერ დავარქმევთ ამას, კომედიაა იქ რაც ხდება", – აღნიშნა ბასილაიამ.
ადვოკატის განცხადებით, ერთადერთი დაშვება, რომლის მიხედვითაც სასამართლო მელიას გაათავისუფლებს, საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით წნეხი იქნება.
"ერთადერთი დაშვება ნიკას გათავისუფლების შესახებ არსებობს, თუ იქნება საერთაშორისო წნეხი, ქვეყნის შიგნით წნეხი, მოუწევს "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლა. სხვა თვალსაზრისით, ჩვენ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლო იქნება, პროკურატურა იქნება, აღმასრულებელი ორგანოები იქნება, ესენი ყველა გავრილოვის ნავში სხედან. გავრილოვია ამ გემის კაპიტანი და რაც რუსულ ნარატივში ჯდება, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს უწყებები. არავის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც კანონიერებას, რაღაც სამართლიანობას, რაღაც ლოგიკას ვიპოვით სასამართლოს ქმედებებში, გარდა ერთისა, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებს მოემსახურონ პირდაპირ. ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს საქმე არა მხოლოდ ნიკა მელიას თავისუფლების საქმეა, ეს საქმე არის 20 ივნისის საქმე და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ გავრილოვის ღამეზე ხელი შეაწმინდონ პატრიოტებს", – განაცხადა ბასილაიამ.
სასამართლომ ნილა მელია პატიმრობაში დატოვა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს