პროტური ფოთი 2025 - თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

ავტორი
Front News საქართველო
6-7 სექტემბერს, ფოთში, მალთაყვას წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირი - „პროტური ფოთი 2025“ გაიმართება.
ტურნირი ჩატარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი.
აგვისტოს ბოლოს, იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ახლა სპორტსმენები თავს უკვე ფოთში მოიყრიან. შეჯიბრება ორ ეტაპად - ხტომასა და სლალომში ჩატარდება.
საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება ფოთმა პირველად 1991 წელს მიიღო, როცა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 34 წლის შემდეგ, როცა ინფრასტრუქტურაც და სპორტის სახეობაც ვითარდება, კვლავ გაჩნდა კონტინენტის პირველობის მასპინძლობის ამბიცია. „პროტური ფოთი 2025“ კი, ამ განაცხადისთვის კარგი საფუძველი იქნება.
თიბისისთვის, რეგიონების სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა უცვლელ პრიორიტეტად რჩება; მითუმეტეს, როცა საქმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს ეხება, რომელიც არაერთი მიმართულებით შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებას.
ტურნირის მიმდინარეობისას, მალთაყვაში თიბისი საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც შეძლებთ დასვენებას და ტურნირისთვის თვალის კომფორტულად მიდევნებას.
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


