პუტინი “აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობას დათანხმდა


ავტორი
Front News საქართველო
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის შეთანხმდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობით.
ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის ოფისი ავრცელებს.
“პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.
შემდგომში დისკუსიები გაიმართება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, საუბარია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციაზე თუ რუსეთში დეპორტაციაზე ან სეპარატისტულ ე.წ. „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს