პუტინი – ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“მინდა, მე მომისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა პატრონებმა დასავლეთში. ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ.
კიევის რეჟიმი პატივისცემით უნდა მოეპყროს ხალხის ნების ამ გამოხატვას და არა სხვაგვარად. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო
ცხოვრება. ამაშია ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს