პუტინი - ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზები


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
პუტინის თქმით, საუბარი „ძალიან შინაარსიანი და ძალიან გულწრფელი“ და ასევე "სასარგებლო“ იყო.
მისივე თქმით, ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავისი პოზიცია გამოთქვა.
"ჩემი მხრივ, მე ასევე აღვნიშნე, რომ რუსეთიც მხარს უჭერს "უკრაინის კრიზისის" მშვიდობიან მოგვარებას. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზები“, - განაცხადა პუტინმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი, მზადაა უკრაინასთან იმუშაოს მემორანდუმზე "შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რიგი პოზიციების განსაზღვრით: მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები, მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა“.
პუტინის თქმით, ასეთი შედეგები შესაძლებელია "შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის“ შემთხვევაში.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა