პუტინი - ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე

ავტორი
Front News საქართველო
ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის და მისი ოჯახის მკვლელობა ჩადენილია ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს გაუგზავნა.
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რაც ჩადენილია ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით.
გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და მხარდაჭერა უზენაესი ლიდერის ოჯახსა და მეგობრებს, მთავრობას და ირანის მთელ ხალხს.
ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში და ის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანა", - წერს პუტინი.
აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი




