Logo

პუტინი დასავლეთს “ომის გაფართოებით“ ემუქრება, თუ უკრაინას შორი მოქმედების იარაღს მიაწვდის

უკრაინა
1406
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “ომის გაფართოებით“ იმუქრება, თუ დასავლეთი უკრაინას შორი მოქმედების იარაღს მიაწოდებს.

 

“რაც უფრო მეტი დისტანციური სისტემა შევა უკრაინაში, მით უფრო გავაცილებთ საფრთხეს ჩვენს საზღვრებს“, – აღნიშნა პუტინმა.

 

მან ასევე დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინის ომის “გლობალური დაპირისპირების ფაზად“ გადაქცევაში.

 

გარდა ამისა, გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში “ატომური შემაკავებელი ძალების უახლესი სისტემებით აღჭურვა 91%-ზე მეტია“.

Advertisement