პუტინი – მივიღებთ სარკისებურ ზომებს აშშ-ის და მისი სატელიტების ქმედებების გათვალისწინებით


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული შორი რადიუსის რაკეტების განლაგების გეგმის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება და “სარკისებურ ზომებს” ჰპირდება.
“ასეთი რაკეტების, რომლებიც მომავალში შესაძლოა, აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინით, ჩვენს ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებისკენ ფრენის დრო დაახლოებით 10 წუთი იქნება.
თუ ამერიკის შეერთებული შტატები განახორციელებს ასეთ გეგმებს, ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებას”, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი სარკისებრ ზომებს მიიღებს.
“ჩვენ მივიღებთ სარკისებურ ზომებს ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში შეერთებული შტატების და მისი სატელიტების ქმედებების გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 2026 წელს შეერთებული შტატები დაიწყებს გერმანიაში შორ მანძილზე დარტყმის სისტემების, მათ შორის ჰიპერბგერითი იარაღის განლაგებას. კერძოდ, საუბარია SM-6 და Tomahawk რაკეტებზე.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს