პუტინი – რაც შეეხება ბატონ ნავალნის, დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე კომენტარი პირველად გააკეთა და მომხდარს “უბედური შემთხვევა” უწოდა.
“რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ გვქონდა სხვა შემთხვევები, როცა ციხეში მყოფი ადამიანები გარდაიცვალნენ, მაგრამ ეს რა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხდება? არაერთხელ მოხდა”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ოპოზიციონერის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა მისი გაცვლის იდეა “ზოგიერთ ადამიანზე, რომლებიც ციხეში იმყოფებიან დასავლეთის ქვეყნებში“.
“შეიძლება დამიჯეროთ, შეიძლება არა. ადამიანს ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება, მაგრამ მე ვუთხარი: “ვეთანხმები”. მხოლოდ იმ პირობით, რომ ის იქ დარჩება და არ დაბრუნდება”. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მოხდა ისე, როგორც მოხდა. ეს ხდება, ამაზე არაფერი შეიძლება გაკეთდეს”, – განაცხადა პუტინმა.
47 წლის ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას 16 თებერვალს გავრცელდა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს