პუტინი – რუსეთი უპასუხებს ნებისმიერ გამოწვევას, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციასა და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტას და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი არსებითად უცხოა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი გეგმავს ადგილობრივი კონფლიქტის გლობალურ დაპირისპირებაში გადაქცევას.
“დასავლური ელიტა არ მალავს თავის მიზნებს, ესაა, როგორც ამბობენ – რუსეთის სტრატეგიული მარცხი. ეს პირდაპირი ციტატაა. ეს რას ნიშნავს? რა არის ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს ჩვენს ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ ადგილობრივი კონფლიქტის გლობალურ დაპირისპირებაში გადაქცევას. ჩვენ ზუსტად ასე გვესმის. ჩვენ მასზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის არსებობაზე, თუმცა მათ არ შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, ამიტომ ისინი სულ უფრო და უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს ახორციელებენ ჩვენს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ახალგაზრდებს, ახალგაზრდა თაობას ირჩევენ.
რუსეთი უპასუხებს ნებისმიერ გამოწვევას, რადგან ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყანა, ერთი დიდი და ერთიანი ხალხი. ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში, დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში. სიმართლე ჩვენს მხარეს დგას!“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის გამოსვლა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და RIA Novosti-ს გამოთვლებით, მას 53-ჯერ დაუკრეს ტაში, მათ შორის ოთხჯერ ფეხზე წამოდგომით.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს