პუტინი – რუსეთს არ სჭირდება ბირთვული იარაღი გამარჯვებისთვის, როცა რუსული ხასიათია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს არ სჭირდება ბირთვული იარაღი იმისთვის, რომ გაიმარჯვოს, როცა რუსული ხასიათია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
“რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ყველაფერი წერია – ასეთი იარაღის გამოყენება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში. არ მგონია, რომ ახლა ეს შემთხვევა იყოს. ასეთი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეეძლო ბირთვული იარაღის გამოცდა, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ დგას.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს