პუტინი - სიცოცხლის გახანგრძლივების თემა ჩინეთის ლიდერმა წამოსწია, დიახ, თანამედროვე საშუალებები ამის შესაძლებლობას იძლევა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ პეკინში გამართული აღლუმის დროს მან და ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ისაუბრეს.
"სიცოცხლის გახანგრძლივების თემა ჩინეთის ლიდერმა წამოსწია. ამავე თემას თავის დროს აქტიურად ავითარებდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. დიახ, თანამედროვე საშუალებები, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო საშუალებები, თუნდაც ქირურგიული, რომლებიც დაკავშირებულია ორგანოების ჩანაცვლებასთან, იძლევა შესაძლებლობას, კაცობრიობას ჰქონდეს იმედი, რომ აქტიური სიცოცხლე გაგრძელდება არა იმდენ ხანს, როგორც ეს დღესაა – და სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ასაკი სხვადასხვაა, არამედ მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიმავალი სი ძინ პინი და ვლადიმერ პუტინი ბიოტექნოლოგიებზე, ორგანოების გადანერგვას და 150 წლამდე სიცოცხლის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს