Logo

პუტინი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე დარტყმით იმუქრება

უკრაინა
154
Frontnews image description

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს ყალბი საბაბით დაარტყას.

ვლადიმერ პუტინმა ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსი ენერგეტიკოსები ვერ ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მიმავალი ელექტროქსელების შეკეთებას, რადგან ეს ადგილი უკრაინის არტილერიის მოქმედების არეალშია.

მან ასევე დაადანაშაულა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებოდნენ, რომ "ჩუმად არიან, მაგრამ ყველაფერს ხედავენ".

"ეს სახიფათო თამაშია და მეორე მხარეს მყოფმა ხალხმაც უნდა გაიგოს ეს. თუ ისინი ამით თამაშობენ, მათ მხარესაც აქვთ ატომური ელექტროსადგურები. და რა გვიშლის ხელს, რომ იმავენაირად ვუპასუხოთ? დაე, დაფიქრდნენ ამაზე“, - განაცხადა პუტინმა.

Advertisement