Logo

“პუტინის პროპაგანდისტებისთვის ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში”

საზოგადოება
338
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. 

"ჩვენდა, თქვენდა საუბედუროდ, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა, მათ შორის, მაგალითად, ბენედიქტესთვის, ქაშაკაშვილისთვის, რომელიც "ქართული ოცნების" წევრიც იყო, საპარლამენტო სიაში ჰყავდათ, შემომწირველიც არის. ბევრ ტენდერს, ხელშეკრულებასაც ღებულოს სახელმწიფოსგან, 100 ათასობით ლარის ღირებულებით. ამასობაში, ამ ადამიანისთვის, პუტინის პროპაგანდისტებისთვის, ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში: რეგულაციების დარღვევაც, კომენდანტის საათის ფეხებზე დაკიდებაც, ელარჯის გაწელვაც იმ დროს, როცა თქვენ სახლში უნდა გეძინოთ. ანუ, ბენედიქტესთვის ყველაფერი მოსულა ის, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის შეუძლებელია მარტივი რამის გამო: ეს ხალხი კანონმორჩილია, ბენედიქტე კი ალაგებს  ბიძინა ივანიშვილთან, ღარიბაშვილთან და ა.შ"-აცხადებს ხაბეიშვილი

თაგები:

Advertisement