Logo

პუტინმა უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსული პასპორტების დარიგება გადაწყვიტა

უკრაინა
1148
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ყველა პირისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა გაამარტივა.

 

პუტინის განკარგულების თანახმად, უკრაინის ყველა მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე, უფლება აქვს მიმართოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე გამარტივებული წესით.

 

აღსანიშნავია, რომ ახალგანკარგულებამდე რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა ვრცელდებოდა ოკუპირებული დონბასის, ზაპოროჟიეს, ხერსონის მოსახლეობის ნაწილზე, ასევე უკრაინის მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მაცხოვრებლებზე.

 

იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელების მობილიზაციის გეოგრაფიის გაფართოებას აპირებს. მობილიზაციის ერთ-ერთი პირობა კი რუსული პასპორტის აღებაა.

Advertisement