ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთ პირს გამოართვა ფულადი თანხა 2 500 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო სამსახური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს