Logo

“ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს”

საზოგადოება
954
Frontnews image description

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადეს, რომ უწყებას ქამარი შემოჭერილი აქვს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ საიდან გამოთავისუფლდა 63 მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისთვის 500 მლნ ლარი ქვეყნისთვის კრიზისულ პერიოდში. 

"დაფინანსების წყაროს რაც შეეხება, ახალ ვალზე საუბარი არ არის, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ იქნა მოძიებული სხვადასხვა რესურსების გამოთავისუფლების კუთხით. მათ შორის, საკუთარი რესურსების გამოთავისუფლების კუთხით. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს. თავისუფალ სახსრებზე ნამდვილად უსაფუძვლოა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მოხდა გარკვეული პრიორიტეტების გადალაგება, სწორედ ამ კაპიტალური, ურბანული, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ აღნიშნული პროგრამა სწორედ ახლა დაგვეწყო და ეს დიდი შესაძლებლობა გაგვეჩინა მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის. ტურისტებისთვის მოწყობა არ არის ამ პროგრამის ერთადერთი შემადგენელი კომპონენტი. ეს არის რეგიონის განახლება, ახალი შესაძლებლობა სწორედ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ მდებარეობაშია. სწორედ პანდემიის დროს უნდა გადაალაგო პრიორიტეტი და განსაზღვრო ის პრიორიტეტი, რაც შენი რეგიონის მოსახლეს ყველაზე უფრო ჩართულს, ყველაზე უფრო შედეგის მიმღებს გახდის", – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

თაგები:

Advertisement