“ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
"ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში იმყოფება.
გოგოლაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარება, 1990-იან წლებში აშშ–ის ცენტრალური სააგენტოს აგენტის ფრედი ვულდროფის საქართველოში მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
ელდარ გოგოლაძემ გამოკითხვის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კი გამოძიების დაწყებას ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს უკავშირებს.
"ბატონმა ელდარ გოგოლაძემ რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა "მთავარ არხს", ეს ინტერვიუ რბილად, რომ ვთქვთ, არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის, ის ფაქტი, რომ ელდარ გოგოლაძის მიმართ გამოძიებას კითხვები 8 წლის განმავლობაში არ გასჩენია და მისი დაბარება მოხდა მხოლოდ "მთავარ არხში" მისი სტუმრობის შემდეგ, აჩენს ეჭვს, რომ დაბარება მოწმის სახით სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვიმყოფები აქ", – განაცხადა საძაგლიშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა