Logo

“ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად, რაც არჩევნებში ჩვენ არ მიგვიღია, ეს არასერიოზულია”

საზოგადოება
1210
Frontnews image description

"ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად, რაც არჩევნებში ჩვენ არ მიგვიღია, ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ასეთ შეთავაზებების გაკეთება უხერხულია.

„მოლაპარაკებების დროს შეიძლება, ისეთ რამეზე შევთანხმდეთ, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება და 113 ხმა სჭირდება, მგონი ასე არ უნდა გეპატიჟებოდნენ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაგროვებლად. რაც შეეხება შინაარსს, ეს არის ერთჯერადი შემოთავაზება 2024 წლისთვის. რაღაცნაირად უხერხულიც არის ამ ტიპის შემოთავაზების გაკეთება. ვის უკეთებს ამ შემოთავაზებას, ვერ ვხვდები. ჩვენ ხომ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული, რომ ბარიერი დაიწიოს და ჩვენ რომ არ აგვიღია, „ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად. მე შეიძლება იმედი მქონდეს, რომ არჩევნებში 5 პროცენტზე მეტსაც მივიღებ და საბოლოო ჯამში, გავიმარჯვებ კიდეც, მაგრამ არასერიოზულია.

0.67-პროცენტიან ბარიერს განვიხილავ არა 2024 წლისთვის, არამედ ზოგადად. 2024 წლისთვის ერთჯერადად დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ თუ ზოგადად ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ გვექნება სისტემა, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების უზურპაციას გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის გამო ნამდვილად ღირს პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევა იგეგმება.

თაგები:

Advertisement