“ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხელვაჩაურში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის სოფლების: განახლებისა და ქვედა სამების მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და საქართველოს ღირსეულ ევროპულ მომავალზე, იმ ფასეულობებზე, რომლებიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
დელეგატის თქმით, ამომრჩეველთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაში.
“მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ერთიანობა და მიზნისკენ სვლა შედეგს გამოიღებს. ერთად, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვიაროთ მშვიდობისა და ევროპული განვითარების გზაზე, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის საერთო წარმატების საფუძველი გახდება“, – განაცხადა მინდია დიასამიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – ზაზა დიასამიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს