Logo

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

პოლიტიკა
1240
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე  ტერიტორია დატოვეს. 

 

მათი თქმით, პარტიის თავმჯდომარე მათ ტერიტორიის დატოვება სთხოვს, რადგან მათი გადმოცემით,  დაძაბულობისა და პროვოკაციის მაღალი რისკია. 

 

“იმიტომ ვიშლებით, რომ არის დაძაბულობის მაღალი რისკი, არის პროვოკაციის მაღალი რისკი. მოუწოდა საზოგადოებას ბატონმა ირაკლი კობახიძემ, მოგვიწოდა პირადად ახალგაზრდებს, რომ დავშლილიყავით”, – აღნიშნა ვიტალი ონიანმა.

 

“ქართული ოცნების” აქტივისტები ევროკავშირის ოფისთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

Advertisement