“ქართული ოცნების“ ლიდერები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
დღესვე, „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრებს გამართავენ გორსა და ახალციხეში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს