“ქართული ოცნების“ თითოეულმა ლიდერმა უნდა იგრძნოს, რომ თუ არ წავლენ კომპრომისზე, ცვლილებებს განახორციელებს ხალხი”
ავტორი
Front News საქართველო
არ მინდა ფუჭი ილუზია და წარმოდგენა შევუქმნათ მოსახლეობას. ძალიან მძიმე და რთულია მოლაპარაკებაა „ქართულ ოცნებასთან“, ვინაიდან საქმე გვაქვს ძალასთან და ხალხთან, რომლებისთვისაც ძალაუფლება წარმოადგენს ყველაფერს. ეს არის მოცემულობა და კიდევ უფრო მძიმე არის ის, რომ არც კობახიძეს არც ირაკლი ღარიბაშვილს ძალაუფლება არ მიუღია ხალხისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების“ თითოეულმა ლიდერმა უნდა იგრძნოს, თუ არ წავლენ კომპრომისზე საკუთარ ხალხთან, თუ ხელს შეუშლიან პროგრესს, მოვლენები გადაინაცვლებს ქუჩაში და ცვლილებებს განახორციელებს ხალხი.
„ჩვენ რაც შეგვიძლია დავთმოთ, მაქსიმუმ, ვიტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სიმართლე, არჩევნები გაყალბდა. „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი სიმართლე, რომ არ გაყალბდა. მოდით, ჩვენ შორის დავაში შემოვიყვანოთ ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო, ხალხმა გადაწყვიტოს. ამაზე სამართლიანი იდეა ხომ არ არსებობს, ეს არის ოქროს შუალედი. თუ ეს იდეა არ გაიმარჯვებს, დამარცხდება საქართველო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


