“ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ ორიდან ერთი ადამიანი მძევლად დაიტოვოს”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ ორიდან ერთი ადამიანი მძევლად დაიტოვოს, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია. ქვეყანას მართავენ არა ადამიანები, ვისაც ნამდვილად უნდათ რამე გააკეთონ ქვეყნისთვის, არამედ კორუმპირებული მძარცველები, რომელთაც უნდათ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მე დღესვე მზად ვარ ხელი მოვაწერო, მაგრამ ორი საკითხი, რომელიც მანდატით იყო განსაზღვრული, არ არის შეთანხმება. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ ორიდან ერთი ადამიანი მძევლად დაიტოვოს, შარლ მიშელთან გაცემულ თავისივე პირობაზე თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდა ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე. გადაწყვიტეს ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა, ზედაპირულად წარმოგვიდგინონ საარჩევნო რეფორმა, მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ეგონათ, რომ ამაზე ოპოზიცია დათანხმდებოდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


