“ქართულმა ოცნებამ” მაგიდაზე დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და აქედან პირდაპირ პარლამენტში მივდივარ”


ავტორი
Front News საქართველო
"ქართულმა ოცნებამ“ მაგიდაზე დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და აქედან პირდაპირ პარლამენტში მივდივარ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადება ნულოვანი ბარიერის შესაძლო შემოღების თაობაზე საკმარისი არ არის.
"მამუკა მდინარაძის განცხადება საკმარისი რომ ყოფილიყო, უკვე პარლამენტში ვიქნებოდით, მაგრამ საკმარისი არ არის. მხოლოდ პირველი ნაბიჯის დასაწყისია, რომ ამაზე საუბარი დავიწყოთ, მაგრამ აქედან არ ჩანს ის, რასაც ამდენი წელია, ქართველი ხალხი ითხოვს. აქედან გამომდინარე, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ ამბავს. ვფიქრობ, კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო და ხელისუფლებამ თქვა, რომ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ მიმართულებით ჯერ არაფერი კონკრეტული არ დევს მაგიდაზე. „ქართულმა ოცნებამ“ დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და აქედან პირდაპირ პარლამენტში მივდივარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს