ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თაგები:





