ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღეა


ავტორი
Front News საქართველო
ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედაა გამოცხადებული.
გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების დროს მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო მიიღო.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა.
2 იანვარს საწვავზე ფასის მატების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ გამოსვლებში გადაიზარდა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. ამ დროისთვის ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ძალები იმყოფებიან, რომელშიც რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 5 969 ადამიანია დაკავებული.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა