“ყოველთვის უნდა მოვემზადოთ” – იგნატი მომავალ კვირას რუსეთის დარტყმების შესაძლებლობის შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
შეუძლებელია რუსეთის არმიის მიერ უკრაინაზე ახალი სარაკეტო თავდასხმის თარიღის წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
“ჩვენ ყოველთვის ვემზადებით. მათ თავდასხმებს ნებისმიერ მომენტში შეიძლება ველოდოთ, ამიტომ მოდუნება არ შეიძლება, საჭიროა მომზადება. არავინ არაფერს მალავს, მაგრამ თავდასხმაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია”, – განაცხადა იგნატმა.
23 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინაზე, რის შედეგადაც რიგ რეგიონებში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
მოგვიანებით, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რუსებს დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდებათ ახალი დაბომბვისთვის მოსამზადებლად.
უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ დღეს განაცხადა, რომ მომავალ კვირას რუსმა დამპყრობლებმა შესაძლოა, ახალი სარაკეტო დარტყმები განახორციელონ უკრაინაზე.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს