ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ავტორი
Front News საქართველო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში 25 წლამდე ახალგაზრდა მოკლეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმე დაზიანებები აქვს 37 წლის მამაკაცსაც, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.





