“ყველა ისეთ პასუხებს გაიგებს, რომელიც ობიექტური იქნება და ალბათ, ბევრ ოპონენტს არ მოეწონება”


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს.
„უკანონო, ფაბრიკაციული ჩანაწერების შინაარსის შეფასებაში ამ ეტაპზე არ შევალ, ვინაიდან ამის კეთება რომ დავიწყოთ, ის ათასობით ჩანაწერი უნდა შევაფასო, რომელიც გავრცელებულა. არ ვაპირებ, ჩემს თავს ეს ვაკადრო.
გამოძიება დაწყებულია. ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს, მათ შორის შინაარსობრივსაც, როდის არის ჩაწერილი და რა თემას ეხება, ასევე როგორ არის მოპოვებული, არის თუ არა დამონტაჟებული. ყველა ისეთ პასუხებს გაიგებს, რომელიც ობიექტური იქნება და ალბათ, ბევრ ოპონენტს არ მოეწონება. გამოძიება არის მრავალმხრივი და ყველაფერს შეაფასებს“, – განაცხადა დავითულიანმა.
საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს