Logo

“ყველა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიისთვის პარლამენტის კარს ღიას ვტოვებთ”

საზოგადოება
917
Frontnews image description

საქართველოში დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერების მიზნით ყველა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიისთვის პარლამენტის კარს ღიას ვტოვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტის ბოლო პუნქტი ეხებოდა ე.წ. ფაუერ შერინგს, ანუ ოპოზიციის აღჭურვას ქმედითი პოლიტიკური ბერკეტებით, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტრუმენტები იქნა შეთავაზებული.

"შევთავაზეთ სხვადასხვა ინსტრუმენტის განხილვა, მათ შორის ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობის შვიდიდან ოთხამდე შემცირება, რაც ხუთ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში ფრაქციების შექმნისა და შესაბამისი ბერკეტებით სარგებლობის შესაძლებლობას მიანიჭებდა. როგორც ხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა პირობების ძალზე ფართო პაკეტი, ამ ყველაფრის სანაცვლოდ ოპოზიციას უნდა შეესრულებინა ერთადერთი პირობა – მას უარი უნდა ეთქვა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟზე და უნდა შესულიყო პარლამენტში. ეს იყო ერთადერთი პირობა, რომელიც უნდა შეესრულებინა რადიკალურ ოპოზიციას, ამდენი პირობის სანაცვლოდ. თუმცა, ოპოზიციამ უარი უთხრა შეთანხმებაზე, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. რადიკალური ოპოზიციის ამგვარმა ქმედებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო. საბოლოოდ ამგვარი მოქმედებებიც სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ზიანს მიაყენებენ არა ქართულ დემოკრატიას, არამედ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა კობახიძემ.

თაგები:

Advertisement