“ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს”


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისში კიდევ ერთხელ ვისაუბრე ევროკავშირის ერთგულებაზე მისი აღმოსავლელი პარტნიორების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი: ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს“, – წერს შარლ მიშელი "ტვიტერზე".
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს