Logo

“ყველა პარტიამ თვითონ გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას, ჩვენ რატომ ვინერვიულოთ დაუსრულებლად”

საზოგადოება
1274
Frontnews image description

"ლელო საქართველოსთვის“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ყველა პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას.

"აღარ ვფიქრობ მაგ თემაზე, რადგან ყველა პარტიამ თვითონ გადაწყვიტოს, აპირებს თუ არ აპირებს შესვლას. ჩვენ რატომ ვინერვიულოთ დაუსრულებლად. ახლა, „გირჩს“ ხან უნდა შესვლა, ხან – არა, ხან მიზეზი მოძებნა და ხან ვერ მოძებნა. ეს არ არის ჩვენი სადარდებელი თემა, თვითონ აანონსებენ ასეთ პროცესებს და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, ურჩევნიათ, ამ მოცემულობაში შევიდნენ პარლამენტში, თუ ურჩევნიათ, რომ პარლამენტს გარედან იბრძოლონ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მოლაპარაკების რაუნდები გაგრძელდება და ევროპის გარდა, შესაძლოა, პროცესში სხვა მოთამაშეებიც ჩაერთონ.

„ჩვენ ხომ ციდან არ ჩამოგვივარდა ეს პრობლემები, ეს პრობლემები დაგროვდა ამ ხელისუფლების 8 წლის განმავლობაში, შესაბამისად, მათ ასე უცებ რომ არ ეთმობათ ეს ყველაფერი, ამაში მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა კარგავს ძალიან ბევრ დროს ასეთ ვითარებაში. ჩვენ არ გვქონდა ილუზია, რომ შესაძლოა, ერთ რაუნდში დამთავრებულიყო ყველაფერი, თუმცა გვსურდა ეს ძალიან და ყველაფერს ვაკეთებდით ამისთვის. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და როგორც ჩანს, ეს რაუნდები გაგრძელდება, გაღრმავდება და ევროპის გარდა, შესაძლოა, სხვა მოთამაშეებიც ვიხილოთ ამ პროცესში ჩართული“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
 

თაგები:

Advertisement