“ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, რომ შემოვიდნენ პარლამენტში”


ავტორი
Front News საქართველო
ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ვინ იქნება ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის მომხრე და ვინ – წინააღმდეგი, ამას მსჯელობა აჩვენებს.
„უმრავლესობაში შინაარსობრივად ერთიანი პოზიცია არის, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ამას მსჯელობა აჩვენებს.
იმის მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხშიც ყველა ერთიანი იქნება. მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, რაღაცაზე შევჯერდებით. მთავარი აზრია, რომ ყველას მაქსიმალური შანსი მიეცეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა